|
2017-12-12 13:56:24, 2435 ნახვა
მსოფლიო
სამმა ქალბატონმა ამერიკის პრეზიდენტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, - ამის შესახებ NBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ხელმძღვანელი სამმა ამერიკელმა ქალმა დაადანაშაულა. მათ კონგრესისგან ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვეს. როგორც სამანტა ჰოლვიმ აღნიშნა, 2006 წელს "მის ამერიკის" კონკურსის დროს ტრამპი მონაწილეებთან გასახდელში შევიდა, სადაც ისინი ნახევრად შიშვლები იყვნენ. მისი თქმით, ტრამპი მონაწილეებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის საკუთრებას. რეჩელ კრუკსი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ის 2005 წელს Trump Tower-ის ლიფტთან შეხვდა, სადაც მდივნად მუშაობდა. ქალმა მას თავისი სახელი უთხრა, რათა გაცნობოდა, ტრამპმა კი მას კოცნა დაუწყო. ჯესიკა ლიდსის ამბობს, რომ ტრამპმა ის 1980 წელს თვითმფრინავში შეავიწროვა. ლიდსის თქმით, ტრამპი მას კოცნიდა და "კაბის ქვეშ შეძრომას" ცდილობდა. მანამდე ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა დაადანაშაულა. ჟულიეტ ჰადის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა მისი კოცნა ლიფტში სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)