|
2017-12-11 12:55:43, 2072 ნახვა
მსოფლიო
ლინკევიჩიუსი სააკაშვილის საქმეზე: უკრაინული სასამართლოსთვის ეს მორიგი ტესტი იქნება
უკრაინაში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის დაკავებას გამოეხმაურა. „კორუფცია მტკივნეული საკითხია და გამოწვევაა უკრაინისთვის. რუსულ აგრესიასთან ერთად კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტად უნდა დავასახელოთ. ეს არ არის რიგით მეორე საკითხი, არამედ თანაბარი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის შიდა საქმეა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სამართლებრივი პრინციპების დაცვით გადაწყდება. კონკრეტულად რას ველოდებით დღეს სასამართლოს სხდომაზე არ შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ დეტალურად ვერ მივადევნებ თვალს. იმედი მაქვს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა. უკრაინული სასამართლოსთვის ეს მორიგი ტესტი იქნება“,-განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა. ცნობისთვის, დღეს კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართო პროცესი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)