08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 14:17:01, 1926 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის შეფასებით, სკოლაში რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება, რომლის დროსაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.

უწმინდესი სულიერ აღზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ სკოლაში რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს:

"არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი, ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ,  ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები. ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები", - ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics