|
2017-12-10 10:53:42, 2204 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: პუტინის არ შემეშინდა და წვრილმანი ქურდების მითუმეტეს არ შემეშინდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს. როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა გავრცელებული, მას უკრაინის პრეზიდენტის არ ეშინია. სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დღეს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკში შეიკრიბონ: „მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა, კონსტიტუციის გარანტიდან კორუფციის გარანტად იქცა. პუტინის არ შემეშინდა, უფრო მეტად არ შემეშინდება წვრილმანი ქურდების. ჩემი ცხოვრება უკრაინისა და საქართველოს ხალხებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეკუთნის.ნუ გეშინიათ, ისინი ძალიან სუსტები არიან, თვითონ ხვდებიან და ამიტომ ეშინიათ! ისინი ვერ დაგვაშინებენ. მოვუწოდებ ყველას, ქუჩაში გამოვდინენ და ამ ბანდას აჩვენონ, რომ უკრაინის პატრონები არ არიან.უკრაინის პატრონი უკრაინის ხალხია.10 დეკემბერს 12:00 საათზე შევჩენკოს პარკში ყველა უნდა იყოს!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)