02:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 10:40:02, 1921 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის მიმართვაშია ნათქვამი,   ის  სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა,  კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ამგვარი  ქმედება განსაკუთრებით  აღმაშფოთებელია  ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე.

ის  სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა,  კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული.

მოქალაქეობის  ჩამორთმევიდან  დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ  პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან.

ჩვენ მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება.

თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა.  მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა  ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს.

მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია.  ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და  შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისულფლება მიიღებს  სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამავდროულად, ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,-აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics