|
2017-12-09 18:25:52, 2590 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას Facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც ლუცენკო წერს, საცხოვრებელი სახლის პიკეტირების მორალური მხარე აქციის მონაწილეების სინდისზეა. "შაბათობის ყოველთვის ვმუშაობ. ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩემ სახლთან აქცია მიმდინარეობდა, სამხედრო ტყვეების გაცვლის პრობლემებზე თათბირი გავმართე. ჩემი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას ყოველთვის მშვიდად ვხვდები. საცხოვრებელი სახლის პიკეტირების მორალური მხარე აქციის მონაწილეების სინდისზე იყოს. ყოველთვის ნამუსიანად ვმუშაობ. მათი კერპისგან, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით არასდროს გავქცეულვარ საკუთარი ქვეყნიდან", - წერს გენერალური პროკურორი. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ავტო-მაიდანის მხარდამჭერები, უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან აქციას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)