|
2017-12-09 16:04:39, 2377 ნახვა
მსოფლიო
„პოროშენკო კონსტიტუციის გარანტის ნაცვლად, კორუფციის გარანტად იქცა“ - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს 10 დეკემბრის აქციაში მონაწილეობა მიიღონ. "ვაცხადებ უვადო შიმშილობას. ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია, შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა და საკუთარ ხალხს უღალატა. ის კონსტიტუციის გარანტის ნაცვლად კორუფციის გარანტად იქცა. მე არ შემეშინდა პუტინის, მითუმეტეს არ შემეშინდება ან ქურდბაცაცების. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინელ და ქართველ ხალხს. ვიბრძოლებ ოლიგარქატის და კორუფციის წინააღმდეგ. ნუ გეშნიათ, ძალიან სუსტები არიან. თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ, ამიტომაც ასე ძალიან ეშინიათ. ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც თქვენ! მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ გარეთ და ანახოთ ამ ბანდას, რომ უკრაინაში მთავარი ხალხია და არა ისინი. 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკთან უნდა იყოს ყველა", - წერია სააკაშვილის მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)