|
2017-12-09 15:02:27, 2383 ნახვა
მსოფლიო
ტიმოშენკო პოროშენკოს: არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ Rian იუწყება. როგორც ტიმოშენკომ აღნიშნა, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისი წინამორბედის ვიქტორ იანუკოვიჩის შეცდომებს იმეორებს. „ბატონო პრეზიდენტო, მმართველობის მეოთხე წელს თქვენ გახდით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის გენერალური პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს - როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი რით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი არა სასამართლომ, არა გენერალურმა პროკურორმა, არც სხვა რომელიმე სტრუქტურამ, არამედ თქვენ დააპატიმრეთ. ამიტომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ: დაუყოვნებლივ გააუქმეთ ყველა თქვენი განკარგულება. არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს და საკუთარი ხალხის წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი!“ - წერს იულია ტიმოშენკო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)