|
2017-12-09 12:10:02, 2366 ნახვა
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა. სხდომაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთმა არ დაუჭირა მხარი. ამასთან, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. „იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გაეროს რეზოლუციებს არ შეესაბამება და რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადეს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. დონალდ ტრამპმის განცხადებით, ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს მასშტაბური ომით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)