09:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 19:27:42, 2061 ნახვა

მსოფლიო
ტილერსონი: აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იერუსალიმის საბოლოო სტატუსს არ განსაზღვრავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, იერუსალიმის საბოლოო სტატუსი პალესტინა-ისრაელის მიერ იქნება გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ტილერსონმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება, ასევე დირექტივა, რომელიც მან სახელმწიფო დეპარტამენტს მისცა, საელჩოს თელ-ავივიდან გადატანის შესახებ, იერუსალიმის საბოლოო სტატუსს არ განსაზღვრავს. ვთვლი, რომ საკმაოდ კონკრეტულად აღნიშნა, რომ იერუსალიმის საბოლოო სტატუსი, ასევე საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა - ეს საკითხებია, რომლებიც ორი მხარის მიერ დიალოგის დროს მოგვარდება", - განაცხადა ტილერსონმა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics