02:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 18:29:42, 2155 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საუბარი შეეხო  საერთაშორისო სავალუტო ფონდის

,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას  ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი.  მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო მათი ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ის მიმართულებები, რასაც საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით  „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის" პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ.  

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics