|
2017-12-08 15:11:26, 2024 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საახალწლო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ. „დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიასთან ერთად, ახალი წლის დღეებში ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ბაღები და სკვერები სადღესასწაულოდ მოირთვება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კი, დღესასწაულს 70 სტარტაპერი მოაწყობს; დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში, კონცერტები და საახალწლო მსვლელობები გაიმართება, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას ბევრი მომღერალი მიიღებს. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მომღერლების არჩევა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა. ეს პირადად ჩემთვის მავნე პრაქტიკაა, რაც ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი იმღერებს. ასევე, არანაკლებ საგულისხმოა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, თბილისის საკვანძო ქუჩები არ გადაიკეტოს, რადგან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ.
(NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)