20:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 13:17:20, 1838 ნახვა

კომენტარი
კობიაშვილი: სიცრუეა, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საფლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მსაჯის ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს  კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს.

კობიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით,  სიცრუეა, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის:

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის - ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის.ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი.

და ბოლოს, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია - ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს“,-აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

ილია ტუღუში მალთაფას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავად ოჯახი მსაჯის გარდაცვალებას ჩაწყობილ თამაშებს და თანხის მოთხოვნას უკავშირებს. ისინი სწორედ  ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის საპლეიოფო მატჩზე  მიუთითებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics