08:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 19:58:05, 2812 ნახვა

მსოფლიო
აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე შეტაკებების დროს, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის სამართაალდამცველებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების დროს, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. სააგენტო წერს, რომ დაშავებულების უმეტესობა პალესტინელია. 

ექიმების თქმით, ადამიანების ნაწილი ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის სიმფტომებით გადაიყვანეს, ნაწილს კი ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, ხოლო პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics