|
2017-12-07 16:09:11, 1926 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრებთან სრულად თანხვედრაშია
საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერის თაობაზე, გუშინ მიიღო. „6 დეკემებრს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა. ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულიად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს საქართველოს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რასაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად ის პარამეტრები, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეტ. ეს არის ინკლუზიური ზრდა, ამავე დოკუმენტში თქვენ იხილავთ, რომ აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია არის გაუმჯობესებული მნიშვნელოვნად. განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოგვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის ძალიან მრავლისმომცველი პროგრამა. მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტის არის ის, რომ 4 პუნქტიან განვითარების გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა. მეტიც, პირველი მიმოხილვის მხარდაჭერა აღმასრულებელ საბჭოზე. ეს ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო იღებდა ამ გადაწყვეტილებას ფორმალური საბჭოს გარეშე და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ ფონდთან, ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციურია“,-განაცხადა მამუკა ბახრტაძემ.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)