|
2017-12-07 13:09:08, 2229 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: უმრავლესობის დეპუტატისგან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება მიუღებელია
„უმრავლესობის ფარგლებში, ასეთი საჯარო წერილების მიწერა და განცხადებების წერა ჩემთვის მიუღებელი ფორმაა”,-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის მიმართვას, რომ კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, მხარი დაუჭიროს. პრემიერის თქმით, ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს: “საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება მიუღებელი ფორმაა",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)