|
2017-12-07 12:52:52, 3430 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა მხოლოდ თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე და წყალტუბოს რაიონში მოზარდის მკვლელობის ფაქტს არ გამოეხმაურა. პრემიერმა ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ასეთ ტრაგედიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას: „მინდა, გავაკეთო განმარტება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვისაუბრე თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 2 ახალგაზრდას სიცოხლე შეეწირა. პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონში მომხდარი ტრაგედია.მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები. არმინდა, ამან გამოიწვიოს უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც სამართლიანი იქნება. სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ტრაგედია, ჩვენთვის არის დიდი ტრაგედია. სახელმწიფო ასეთ ტრაგედიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)