|
2017-12-07 11:09:16, 2128 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს, რომ რაღაც გამოგვრჩა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მიიღოს ზომები, რათა საზოგადოებაში მეტი დაცულობა უზრუნველყოფილი იყოს. კვირიკაშვილის შეფასებით, მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც საჭიროა. „მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და მისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას და ჩვენ მოზრდილებს გვმართებს იმ აგრესიის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)