|
2017-12-06 20:22:44, 2110 ნახვა
პოლიტიკა
საგარე: უკრაინული მხარე კიევში ჟურნალისტების არ შეშვებას უსაფრთხოების გამკაცრებით ხსნის
კიევში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე უკრაინულ მხარესთან, კერძოდ შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა კომუნიკაცია. "უკრაინული მხარე მედიის წარმომადგენლებისათვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრზალვას ხსნის ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემომებებიდან გამომდინარე. ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან რათა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იყოს მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, „TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“ აეროპორტში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. ისინი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)