03:41 - 25 Jul, 2026
|
2017-12-06 16:39:57, 1204 ნახვა
რეგიონი
ფურტიოში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გახსნა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაგა-ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 16 ადგილობრივი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზაზო“ასრულებდა, რომლის მშენებლობაზეც 168. 000 ლარი დაიხარჯა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით. დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)