|
2017-12-06 16:03:55, 2059 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის
„მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შექმნას ეროვნული, ანალიტიკური სამსახური და არ გეგონოთ, რომ აქ გთავაზობთ დიდ სტრუქტურას და დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. „ეროვნულ დონეზე საჭიროა ერთიანი ანალიტიკური ხედვა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ თუ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა, შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ აქ გთავაზობთ დიდ სტრუქტურას და დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. ეს შეიძლება იყოს 15 ან 20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა სამინისტროების მიერ განსაზღვრული, განაალიზებული მოცემულობა მოახდინოს ამ საერთო ანალიტიკური გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული ინტერესის მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისი დანტერესებული პირებისთვის“,-განაცხადა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)