06:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 15:57:53, 2208 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: ის, რაც გუშინ მთელმა ქვეყანამ მოისმინა, შოკისმომგვრელია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ კიევში განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც Interfax-ი იუწყება პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ღირსეულ პასუხს სცემს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის ყველა მცდელობას.

"მეგონა, რომ ჩემი გაკვირვება იყო ძალიან რთული, მაგრამ იმან რაც გუშინ მთელმა ქვეყანამ მოისმინა, ყველა დაგვშოკა. მინდა მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და გენერალურ პროკურატურას პროფესიონალურად შესრული სამუშაოსთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების დასაცავად აწარმოებდნენ. პრეზიდენტი და ხელისუფლება რა თქმა უნდა პატივს სცემენ, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებას მშვიდობიანი პროტესტი გამართონ. ეს მნიშვნელოვანია. ამას დემონსტრირება მოვახდინეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა აქციების ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და სამართალდამცველების პროვოცირებას ცდილობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ სპეცრაზმელები მათ არ აყვნენ. ისიც კი, გავიგეთ, რომ ამის გამო მოსკოვს ეწუწუნებოდნენ. კიდევ უფრო მეტად ის მახარებს, რომ უკრაინის მოსახლეობამ მოსკოვის მიერ დაფინანსებული ტინგიცა - ორგანიზაცია დააიგნორა და უმაღლეს რადასთან არ მივიდა. მეგობრებო, ჯარი იმისთვის კი არ იცავს საზღვრებს, რომ მტერმა შიგნით იმოქმედოს. მსგავს ქმედებებს ვპასუხობთ და მე ვგრძნობ ამაში საზოგადოების მხარდაჭერას", -  განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინას ძალით ვერ აიღებენ, და ამის შესახებ რუსეთშიც იციან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics