05:39 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 13:37:51, 778 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ანსამბლ „ფესვებს“ და ბადრი დარჩიძეს იუბილე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ანსამბლ „ფესვებს“ და ბადრი დარჩიძეს იუბილე მიულოცა.

„ანსამბლი ,,ფესვები“ და მისი  ხელმძღვანელი ბადრი დარჩიძე იუბილარია - ანსამბლის წევრებს და ყველა გულშემატკივარს გილოცავთ საიუბილეო თარიღს.

თქვენი ანსამბლი  მუნიციპალიტეტის ისტორიაში  ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა,  რომელმაც ხელოვნების სიყვარულით, დაუღალავი შრომით, მაღალი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული ნიჭიერებით   არსებობის მანძილზე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თითოეულ მონაწილე- შემსრულებელს ფასდაუდებელი წვლილი მიგიძღვით ქართული ხალხური ცეკვების, განსაკუთრებით მთიელთა სულიერი საუნჯის ცეკვა  განდაგანის  და   ხორუმის  ილეთების მოძიება-წარმოჩენა პოპულარიზაციაში, რითაც საზრდოობს თაობები.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კვლავ არაერთ წარმატებას მიაღწევთ და ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და მრავალ ახალ წარმატებას გისურვებთ!“, - ნათქვამია შუახევის მერის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics