|
2017-12-05 19:12:10, 2350 ნახვა
მსოფლიო
რუსი „პრანკერი“ აცხადებს, რომ პოროშენკოს სააკაშვილის დაკავებაზე საქართველოს პრემიერის სახელით ესაუბრა (აუდიო ჩანაწერი)
რუსი "პრანკერი" უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პორშენკოს საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრა, - ამის შესახებ Strana იუწყება. როგორც სააგენტო წერს, საუბრის აუდიოჩანაწერი "პრანკერმა" Youtube-ში გაავრცელა. მან პოროშენკოსგან მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პროშენკომ პრანკერთან საუბარში აღნიშნა, რომ გამოძიების თანახმად მიხეილ სააკაშვილს გაქცეული ოლიგარქი კურჩენკო აფინანსებს. "ვიპოვეთ კვალი, რომ სააკაშვილს კურჩენკო და რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ. ახლა გამოძიება მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს არ გამოვიყენებთ, მოგვიანებით მექნება მეტი ინფომრაცია და საღამოს დავილაპარაკოთ", - მიმართა პოროშენკომ პრანკერს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილი ეგონა. ამასთან, პრანკერი დაინტერესდა მოხდება თუ არა სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, რაზეც პოროშენკომ უპასუხა: "ვნახოთ". "უბრალოდ ის აქ არ გვჭირდება, ჩვენ ხომ ამაზე შევთანხმდით", - მიუგო პრანკერმა. საუბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი მიხვდა, რომ საქართველოს პრემიერს არ ესაუბრებოდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პეტრო პორშენკოს პრანკერები სხვადასხვა პოლიტიკოსების სახელით უკავშირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)