|
2017-12-05 18:19:30, 1616 ნახვა
საზოგადოება
ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების შეჯერებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება. უწყების ცნობით, ირმა ქავთარაძემ და ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოსა და ინდონეზიის ეკონომიკური განვითარების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება და სურვილი, საქართველოსა და ინდონეზიის სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების თაობაზე, საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმიდან გამომდინარე. დელეგაციას ინდონეზიის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნურჰაიატი ალი ასსეგაფი ხელმძღვანელობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)