|
2017-12-05 15:35:43, 1988 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ხვალ ღირსების მანიფესტაციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ღირსების მანიფესტაციას გამართავს. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის და მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც საქართველოს თავისუფლების იდეალები ძვირფასია, მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. „რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას აცხადებს. მოვუწოდებთ ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)