|
2017-12-05 15:07:39, 1926 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი: პოროშენკო სააკაშვილის დაკავებაში არ ერევა
უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენლის ირინა ლუცენკოს განცხადებით, პეტრო პოროშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ ერევა, - ამის შესახებ Ria იუწყება, როგორც ლუცენკომ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი ძალოვანი უწყებების ქმედებების სისწორეში დარწმუნებულია. „აღნიშნულ სიტუაციაში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სრულიად ეყრდნობა ძალოვნების ქმედებებსა და დასკვნებს. სხვა სახის ჩარევაზე საუბარი არ არის, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია. ის ვერ ჩაერევა ძალოვანი უწყებების ქმედებებში“, - განაცხადა ირინა ლუცენკომ. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)