02:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:03:16, 1820 ნახვა

კომენტარი
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა 300 ათასი დოლარი დაჯდა, - ამის შესახებ LB.UA იუწყება.

ამასთან, ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს. გენერალური პროკურორის განმარტებით, ოლიგარქმა სააკაშვილს სანდო პირის სევერიონ დანგაძის მეშვეობით 500 ათასი დოლარი გადასცა.

გარდა ამისა, ლუცენკომ განმარტა, რომ მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics