|
2017-12-05 11:43:31, 1992 ნახვა
მსოფლიო
„ვრისკავ ჩემი სიცოცხლით და თავისუფლებით“ - სააკაშვილმა მხარდამჭერებს სახურავიდან მიმართა
„არ დანებდეთ უკრაინელებო“, - ასე მიმართა საკუთარ მხარდამჭერებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მისი ბინის ჩხრეკის გამო, შენობის სახურავზე იმყოფება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მის ბინაში მიმდინარე ჩხრეკა ამის დასტურია. "არავის არ უთქვამს, რომ პოროშენკო ქურდია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქურდია. რაც არ უნდა მომივიდეს, ეს უკანონობა დასრულდება. რასაც უკრაინის ხელისუფლება ჩადის ეს ვლადიმერ პუტინის მითითებებია. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს გამოვიდეს გარეთ. მოვუწოდებ მედიას გააშუქონ ის უკანონო ქმედებები რც ქვეყანაში ხდება. კიევის მაცხოვრებლებს მოვუწოდებ არ დაუშვან პოროშენკოს და მისი დამქაშების ბარიგული ქმედებები. პუტინმა ისინი შეისყიდა და მას ემორჩილებიან. მოგიწოდებთ პოროშენკოს და ბარიგების წინააღმდეგ გაერთიანებას. მე ვრისკავ ჩემი სიცოცხლით და თავისუფლებით, მაგრამ გამაგრდით და არ დანებდეთ", - მიმართა სააკაშვილმა შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას. ცნობისთვის, ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს სკანდირებენ: "მიშა შენთან ვართ!"
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)