|
2017-12-04 18:22:55, 2457 ნახვა
პოლიტიკა
შალვა თადუმაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად არ დარჩება
გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება და ის ცალკე აუწყებად არ დარჩება. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები განისაზღვრება. ასევე, თადუმაძის განმარტებით, გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შემცირდება: „გარანტირებული იქნება ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება გარემოს პროგრამების ბიუჯეტი, ის არასოდეს არ იქნება წინა წელზე უფრო ნაკლები. გარანტიები, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა, ეს დაფიქსირდება კანონის დონეზე", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)