|
2017-12-04 14:59:36, 1669 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება
ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც ოთარ კაპანაძის ქუჩაზე არსებული რვა შენობა დაექვემდებარება. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ ეტაპზე, რამდენიმე პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დღეს კი, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ. „დავიწყეთ საქმის წარმოება. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რომ დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ. გვინდა ყველას ვთხოვოთ და გავაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას მოვერიდოთ. დღეს ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებით, თუმცა პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)