17:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 11:48:01, 1728 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვეძებთ ურთიერთობის გაღრმავების გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მასპინძლობს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ შერმანმა, კონფერენციის მნიშვნელობის მიზეზები განმარტა.

„დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ასოცირების შეთანხმება. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მეორე მხრივ, უკვე არსებული და განმტკიცებული ურთიერთობის პირობებში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვითარდება და გაღრმავდება ეს ურთიერთობა მომავალში. ჩვენ ვეძებთ ამ ურთიერთობის გაღრმავების დინამიურ და მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის. ამ ჭრილში მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ჩატარება საქართველოში. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, რომ მას ესწრება მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს, მომავალი ორი დღის მანძილზე ამ კონფერენციის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა იანოშ შერმანმა.   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics