|
2017-12-03 14:19:55, 2504 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" გაიხსნება
მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის". კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 17 ქვეყნის პარლამენტების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: რიჩარდ ჩარნეცკი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნილს სკოტი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში. საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)