|
2017-12-03 11:48:42, 2431 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა
3-5 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ივან ბრაიოვიჩი ხვალ საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში: ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისათვის მიიღებს მონაწილეობას. 12:45-13:30 საათზე ის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პარლამენტიდან ივან ბრაიოვიჩი პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება, სადაც გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას. ასევე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. 5 დეკემბერს ივან ბრაიოვიჩი ძველ თბილისში გაემგზავრება, სადაც ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.ასევე ესტუმრება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ეროვნული მუზეუმის საგანძურს დაათვალიერებს. 5 დეკემბერს 13:30-14:15 საათზე ივან ბრაიოვიჩი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსაც. 20:00 საათზე კი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)