00:16 - 09 May, 2026
|
2017-12-02 16:33:54, 2550 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს და რექს ტილერსონს შეხვდება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ქ. ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი,ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)