|
2017-11-30 22:15:29, 4095 ნახვა
სპეციალური ანონსი
1-ლი დეკემბრის ანონსი
1 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თბილისსა და რეგიონებში მოქმედი საკაბელო ოპერატორებისა და მათი მომხმარებლების საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა - კომისია დაუბრუნდეს თავისი ფუნქციების შესრულებას და სამართლიანად დაარეგულიროს დავა მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ისე, რომ დაცული იყოს ორივე მხარის თანასწორობა და მომხმარებელთა უფლებები. 1 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში 2017-2018 წლის ათასწელულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)