04:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 22:11:51, 2146 ნახვა

საზოგადოება
"სილქნეტი" აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სილქნეტი“ ქართულ არხებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს 6 ქართული არხი არ გაეთიშებათ.

"ძვირფასო მომხმარებლებო! გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან. სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი. მადლობას გიხდით ერთგულებისათვის!", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, "იმედი", "მაესტრო", GDS, "რუსთავი 2", "მარაო" და "კომედი არხი" - ეს ის 6 ტელეარხია, რომლებსაც წვრილი საკაბელო ოპერატორების ნაწილი საკუთარ აბონენტებს ხვალიდან გაუთიშავს. მიზეზი კერძო ტელევიზიების მხრიდან კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics