15:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 17:11:33, 1717 ნახვა

კომენტარი
მარიამ ჯაში: რაც არ უნდა მკვდრები ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ვერასოდეს აღსდგება „ნაცმოძრაობა“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრების მიერ  გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, რომელიც სიღარიბეს, მედიკამენტებზე ფასების  ზრდას და ბავშვთა შიმშილობას ეხებოდა. 

„საზოგადოებამ იცის, რომ მე ყოველთვის თავს ვიკავებ  პოლემიკაში შესვლისგან არა იმიტომ რომ პასუხები არ მაქვს  ოპონენტების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ  არ ვაპირებ ჩემი დარჩენილი სამი წ ელი მოვახმარო აბოლუტურად აბსურდულ განცხადებებზე პასუხს, რადგან  პასუხი საზოგადოებამ გასცა  არჩევნების შედეგებით.  არის საკითხები, რომელზეც არ მაქვს უფლება  არ დავაფიქსირო სიმართლე  და რეალური სტატისტიკა. აქ ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის.  მინდა შეგახსენოთ რომ  80%  ჩვენმა ხელისუფლებამ   საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში  პენსია გაზარდა.

2019-2020 წლებში  იგეგმება  დამატებით საპენსიო ანაზღაურება. პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს  გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის მოქალაქეს  მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ. მედიკამენტეებზე როდესაც არის საუბარი და სამედიცინო სერვისებზე ნუ დაგვავიწყდებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სწორედ  სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო შემუშავებული. ასევე ყოველი მე-6 ბავშვის შიმშილობა, ეს გახლავთ არასწორი სტატისტიკა.  არის საუბარი  ყოველი მე-6 ბავშვი  იყო 2013 წელს სიღარიბეში, შემცირდა ეს მონაცემები გაეროს ბავშვთა  ფონდის მიერ და როდესაც არის  შიმშილობაზე ლაპარაკი ეს  მიკროელემენტებით გამოწვეული შიმშილობაა. ძალიან გთხოვთ საზოგადოება ნუ შეგყავთ  შეცდომაში.

თქვენ რაც არ უნდა მკვდრები ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ვერასოდეს ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ რომ ამას არ დაუშვებს ქართველი  ხალხი“,-მიმართა ჯაშმა „ნაციონალურ მოძრაობას“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics