20:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 15:34:39, 1881 ნახვა

სამართალი
„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“ - აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დასრულდა

აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში თბილისიდან გატაცებული ჟურალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დასრულდა.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ სასამართლო პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა.

რაც შეეხება დანარჩენ 8 შუამდგომლობას, მაგალითად საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა და ექსპერტიზის ჩატარება მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, მოსამართლემ არც-ერთი არ დააკმაყოფილა.

2-საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მუხთარლიმ განაცხადა, „ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“.

სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და აფგან მუხთარლის მეგობრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics