23:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 16:23:27, 346 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ვაშაძეს იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშვნას სთავაზობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა იმ  სსიპ-ის ბრენდი, რომლის თავმჯდომარის მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ვაშაძე იყო.
საუბარია სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოზე. წულუკიანის ინფორმაციით, აღნიშნული სსიპის ბრენდი, "გუგლიდან" მოპარული იყო.

ამასთან, თეა წულუკიანი მზადაა, გიორგი ვაშაძე იუსტიციის სისტემაში დაასაქმოს. წულუკიანი გიორგი ვაშაძეს იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშვნას სთავაზობს.

"მესმის, რომ ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი იუსტიცია მუზა და ვერ ივიწყებს იუსტიციას, მის სსიპს, მისი ყოფილი სსიპის ბრენდიც შევცალე იმიტომ, რომ  მათ ჰქონდათ "გუგლიდან" მოპარული ბრენდი, და უნდა შეცლილიყო, ჩემი სტილი არ არის, რომ დავგუგლო, ბრენდი მოვიპარო და გამოვაცხადო, რომ ეს არის დიდი პროგრესი. ბრენდი შეიცვალა, მე მზად ვარ მას გავუგზავნო ბრენდ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია და რაკი ის იუსტიციაზე რჩება მიბმული, დავასაქმო ჩემს სისტემაში და მივცე ასეთი საქმე-მის მიერ აშენებული ყველა ინფრასრუქტურა არის პრობლემური, მარტო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიდან 15 ტონა სამშენებლო ნაგვისა და რკინის ჩამოტანა, დაჯდა 40 000 ლარი, 19 მაისს მე ამ მასალის, რკინების საზოგადოებისთვის ჩვენებას ვაპირებ, ვპატიჟებ მას მოვიდეს და შემიძლია დავასაქმო კიდეც-იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დავნიშო, რადგან ეს არის პრობლემები. სამ ნახევარ მილიონზე მეტი მჭირდება მე ბიუჯეტიდან იმისათვის, რომ მის მიერ დატოვებული ხავეზები გავასწორო, რომ ერთი ქარი რომ დაუბერავს, სახურავი არ ჩამოიქცეს და არ მოკლას მოქალაქე. ეს პრობლემა გავიარეთ",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics