15:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 13:13:59, 1697 ნახვა

კომენტარი
კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: უკრაინამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც კელიმ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი უახლოეს დღეებში უნდა დააკავონ, მისთვის უცნობია. ელჩმა დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

"მე არ მინახავს ინფორმაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ჩვენი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ინვესტიციებს ახორციელებს. პირველ რიგში რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა. ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი  სამართლებრივი საკითხი, სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა. ცნობისთვის, მანამდე ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი უკრაინული მედია სააგენტო Strana.ua ავრცელებდა. მედიის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის დეპორტაცია ახალ წლამდე მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics