09:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:15:58, 1861 ნახვა

ეკონომიკა
„აბრეშუმის გზის ჯგუფი“ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაზე მუშაობს

„აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ ბიურგერის განცხადებით, ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში პოტენციალს ხედავს და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს.

„ვამუშავებთ პროექტებს, რათა მეტი ტურისტი მოვიდეს ქვეყანაში, მიმდინარეობს სამასპინძლო ბიზნესის განვითარება - იგულისხმება სასტუმროები, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ამჟამად ვმუშაობთ წინანდლის პროექტზე, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ჩვენ ვავითარებთ ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას“, - განაცხადა ბიურგერმა.  

„საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების“ პანელზე გამართული დისკუსიისას, „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ჯგუფი ძირითად აქცენტებს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაზე აკეთებს და აღნიშნული მიდგომა შედეგიანია.

„სტუმარ-მასპინძლობა ქართული კულტურის ქვაკუთხედია. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში იზრდება. ბევრი მათგანი მოდის ახლომდებარე ქვეყნებიდან, არიან ირანიდან, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა აზიის ქვეყნებიდან. ამავდროულად ვხედავთ, რომ იზრდება ინტერესი ბიზნესის ჯგუფებიდან. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ადამიანებისთვის -  ჩამოვიდნენ, ისიამოვნონ, დაისვენონ, ამავდროულად, ბიზნესი აწარმოონ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საქართველო საინტერესო და მომხიბლავი ადგილია“, - აღნიშნა მან. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics