|
2017-11-29 18:21:38, 1115 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს საპატიო წესით დროშა გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილ მეთაურს სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს, კი, ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობაზე 2004 წლიდან მსახურობს. მას საქართველოსა და აშშ-ში გავლილი აქვს ოფიცრის საწყისი, კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები; ბოლო პერიოდში იკავებდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ანალიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას. საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ძირითადი (ათეულის მეთაურის) და შუალედური (ოცეულის სერჟანტი) კურსების გამოშვების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცეს. სერჟანტთა მომზადების ძირითად (ათეულის მეთაურის) კურსზე მსმენელებმა 14 კვირის განმავლობაში ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები აითვისეს. შუალედურ (ოცეულის სერჟანტის) კურსზე, კი, რომელიც 15 კვირას გაგრძელდა, მსმენელები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, საპატრულო ოპერაციებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაუფლნენ. სალექციო ნაწილი სახმელეთო ნავიგაციას, ხელმძღანელობას, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოიცავდა. (NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)