|
2017-11-29 17:19:57, 1920 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილთა ინტეგრაციის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დევნილთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტი, სახელწოდებით „გაუმჯობესებული სერვისები - დაცული მოწყვლადი ჯგუფები“, მიზნად ისახავს, დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი უფლებების სათანადო დაცვასა და დევნილი საზოგადოების გაძლიერებას. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „2013 წლიდან სამინისტრო დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს აქტიურად ახორციელებს, თუმცა პრობლემები იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი რესურსით გამკლავება გაუჭირდება. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლის მაგალითსაც აღნიშნული პროექტი წარმოადგენს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)