15:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 16:57:17, 1717 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრებს სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მაიწვდის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და ამომწურავად მოხდეს ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, სესიაშვილის თქმით, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს. სესიაშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრებს მიაწოდებს ინფორმაციას, მოგვიანებით კი საზოგადოების ინფორმირება მოხდება:

„ყველას, პირველ რიგში, საზოგადოებას სურს, რომ მიიღოს დროულად ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც გვინდა, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი. მესმის ჩემი კოლეგების, რომ მათი კითხვები, მათ შორის ვერსიები შეიძლება ლეგიტიმურად მივიღოთ, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და ამომწურავად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა მოხდა. ყველა კითხვაზეა  პასუხი გასაცემი, მეორეს მხრივ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი უსაფრთხობეის გარემო, იყოს სტაბილური, რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება.თითის გამოშვერა, რომ ჩვენ საზოგადოებას რაღაცას ვუმალავთ, ასე არ არის, რადგან ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. თუკი სუსი ამაზე დღეს ღიად არ საუბრობს, ამას აქვს თავისი მიზეზები, მგრძნობიერობა და სპეციფიკა, რაც უკავშირდება უსაფრთხოების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის ფარგლებში ინფორმაციას მაიწვდის შესაბამის წევრებს, ხოლო მომავალში საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოხდება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics