15:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 15:37:13, 1692 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტის გვერდის ავლით მუშაობდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მთავრობაში დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობა დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტის გვერდის ავლით მუშაობა.

 „ის შესაძლო პოზიტიური იდეა, რაც რეალურად მცირე მთავრობას და სამთავრობო ხარჯების შემცირებას შესაძლოა ნიშნავდეს, მორიგჯერზე თქვენ აქციეთ მხოლოდ და მხოლოდ  სიკეთის მომტანად ბიუროკრატებისთვის  და  იმ ადამიანებისთვის ვინც მინისტრის სავარძელი შეინარჩუნა. კიდევ ერთხელ  დაივიწყეთ და უარი თქვით მოქალაქეების ინტერესების და  პრობლემების  გათვალისწინებას. გვესაუბრებით მცირე მთავრობაზე, გვესაუბრებით  ბიუროკრატიის შემცირებაზე, რაზეც 1 თვის წინ გაოცებული  თვალებით გვიყურებდით, როდესაც  ბიუჯეტის განხილვისას მოვითხოვდით  სამინისტროების თუ ბიუროკრატიის შემცირებას, თქვენ გვეუბნებოდით რომ ამის შესაძლებლობა არ იყო.

აღმოჩნდა რომ მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით, ამუშავებდა ამ იდეას, თუმცა ამუშავებდა ძალიან მახინჯი მიმართულებით. მხოლოდ და მხოლოდ სავარძლების გადანაწილება, თუნდაც სავარძლების რაოდენობის შემცირება, მაგრამ ამ ყველაფერს არ მოყვება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, იმ ათეულობით მილიონობით ლარის შემცირება, რაც შესაძლოა მოხმარებოდა პენსიების  გაზრდაას თუ გადასახადების შემცირებას.

თავისუფლდება სამი სამინისტროს შენობა და თქვენ ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვას აპირებთ  ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის  ასაშენებლად.  შეგიძლიათ აგვიხსნათ ამის ლოგიკა გარდა  ერთისა, რომ ჩინოვნიკებს სურთ უფრო ახალი კომფორტული, რბილი ავეჯი, უფრო მეტი კომფორტი და ფუფუნება.  აი ამაში ხარჯავთ თქვენ ათეულობით მილიონ ლარს“,-აღნიშნა აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics