|
2017-11-29 14:58:27, 1684 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიცია კარგავს შანსს, ძალიან კარგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მიიღოს მონაწილეობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურის არჩევის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ პოზიტიურადაა შეფასებული. ჩუგოშვილისთვის გაუგებარია საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა ამ პროცესის მიმართ. ის ამბობს, რომ ოპოზიცია ძალიან კარგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობის შანსს კარგავს: „ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურებით, როლითა და ხელმძღვანელობით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წავმართეთ და დღევანდელ დღემდე კანდიდატი შევარჩიეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის შესახებ. გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც შემოგვთავაზეს მათთვის მისაღები სხვადასხვა კანდიდატურა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ამ კანდიდატურაზე ჩამოყალიბების პროცესში მთავარ პრინციპად განსაზღვრა იმისა, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან შემოთავაზებული პირებიდან უნდა მომხდარიყო ახალი სახალხო დამცველის არჩევა. ეს პროცესი ცალსახად იყო პოზიტიურად შეფასებული და მიესალმნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე აშშ-ს ელჩი საქართველოში და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში. ბოლო დღეების განმავლობაში კოლეგებისგან მოვისმინეთ სრულიად უსამართლო კრიტიკა პროცესის თვალსაზრისით, უცნაურია, როცა სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ კარგად წარიმართა პროცესი, ამ დროს ჩვენი კოლეგების სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა მხოლოდ ამ პროცესმა, ჩვემთვის უცნაურია, მაგრამ მათი უფლებაა, მოიქცნენ ისე, როგორც უნდათ მოიქცნენ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, „ევროპული საქართველო" სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უარყოფითად აფასებს და ამის გამო განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს. პარტიას უარყოფითი დამოკიდებულება არა ნინო ლომჯარიას მისამართით, არამედ შერჩევის პროცესის მიმართ აქვს. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, სახელისუფლებო გუნდმა პოლიტიკურ ჯგუფებთან უნდა გამართოს კონსულტაცია, რაც, როგორც აღნიშნავენ, არ მომხდარა. მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა. ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)