04:16 - 25 Apr, 2026
|
2017-11-29 12:04:59, 2047 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება. ამასთან, ეჭვმიტანილებს შორის 333 პირი სამხედრო მოსამსახურეა, აქედან 216 კი, უშუალოდ პუტჩის ღამეს მსახურობდა. მედიის ცნობით, სტამბოლში აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 ივლისს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს წაუყენა. პუტჩის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 150 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)