|
2017-11-29 11:49:46, 1990 ნახვა
მსოფლიო
Reuters: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია, - ამის შესახებ Reuters 3 სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩატაევი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო და 2016 წელს თუქეთში, ათათურქის სახელობის აეოპორტში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორია. "ჩვენი ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო“, - ამის შესახებ სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. როგორც გიორგობიანმა განმარტა, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ს შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან“. კიდევ ორი წყარო, რომლებმაც ანონიმურობა მოითხოვეს, ჩატაევის გარდაცვალებას ადასტურებს. „ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო“, - განაცხადა ერთმა წყარომ. მეორე წყაროს თქმით, "იქ ჩატაევი იყო... მან თავი აიფეთქა“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)