00:16 - 09 May, 2026
|
2017-11-28 19:42:04, 2135 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი 29 ნოემბერს მოლდოველ კოლეგას უმასპინძლებს
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი ეწვია. 29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 11:15 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, დაგეგმილია ხელმოწერა დოკუმენტებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. 12:30 საათზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)